ავსტრალიაში იპოვეს კაცი, რომელმაც უდაბნოში 2 კვირა გაძლო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ფუ ტრანი იმ ჯგუფის ნაწილია, რომლის ერთ-ერთი წევრი ტამრა მაკბი რალი პოლიციამ ორი დღის წინ აღმოაჩინა. ტრანი ჩრდილოეთ ტერიტორიის ერთ-ერთ მოშორებულ ფერმაზე იპოვეს. მან მიწისქვეშა წყალი იპოვა და ასე გადარჩა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილია.
ფუ ტრანი, მაკბეტ-რალი და მისი მეუღლე უდაბნოში სამოგზაუროდ ორი კვირის წინ წავიდნენ. მოგზაურობის მესამე დღეს მათი მანქანა მდინარე ფინკზე გადასვლის დროს დაზიანდა. ისინი ცდილობდნენ მანქანის წყლიდან ამოტანას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამის შემდეგ მათ სხვადასხვა მიმართულებით წასვლა და დახმარების პოვნა გადაწყვიტეს.
მაკბეტ-რალის პარტნიორს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
კომენტარები