ამერიკის კინოაკადემიამ საჯარო გახადა იმ მსახიობების სია, რომლებიც 2020 წლის 9 თებერვალს „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. კინოაკადემიის ვებგვერდზე ასევე „ოსკარის“ ნომინანტების სიაა ხელმისაწვდომი.
გამარჯვებულებს „ოსკარს“ მსახიობი კიანუ რივზი, პენელოპა კრუსი, შაია ლაბაფი და ჯეიმს კორდენი გადასცემენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ 2019 წელს „ოსკარის“ მფლობელები ოლივია კლომანი, რეჯინა კინგი და რამი მალეკი 2020 წლის ლაურეატებს გამოაცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელსაც ოსკარების გადაცემის ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩაივლის. დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვა მომღერალი ბილი აილიში, რომელმაც „გრემის“ რეკორდი მოხსნა.
კომენტარები